Saturday, July 4, 2009

გიული ლაფაური

ჩემ შესახებ: დავიბადე თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ უცხოენების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენის განხრით.
ვმუშაობ თელავის IX საჯარო სკოლაში გერმანულის მასწავლებლად.

ვარ გერმანიის ქალაქ ბიბერახისა და თელავის პარტნიორული კომიტეტის თავმჯდომარე. ორგანიზებას ვუწევ მოსწავლეთა და ზოგადად, ქალაქის მცხოვრებთა გაცვლით პროგრამებს გერმანიაში...

მომწონს სიახლეების გაცნობა და გამოყენება ცხოვრებაში. რაც შეეხება ინფო-ტექნოლოგიებს დღითი-დღე ვიძენ პრაქტიკას და მისი აქტიური მომხმარებელი ვხდები.2007-2008 წელს ფონდ "ირმის ნახტომის" მიერ ჩატარებულ კონფერენციაში, რომელივც ინტეგრირებულ გაკვეთილებს ეხებოდა, გრან პრი დავიმსახურე.

ინტეგრირებული გაკვეთილების კოლექცია.

ელ.პორტფოლიო ლემილზე




პ რ ო ე ქ ტ ი - "Georgien-ein gutes Reiseland

1.პროექტის სახელი -”საქართველო-სამოგზაურო ქვეყანა”

2.პროექტის მოკლე აღწერა – ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისად, ბუკლეტის შედგენა, რითი არის საქართველო მიმზიდველი უცხოელი მოგზაურებისთვის.

3.პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები აგროვებენ იდეებს თემების შესახებ. როგორიცაა საქართველოს ბუნება, ტრადიციები, ისტორია, კულტურა, ტურიზმი....

1.ადგენენ გეგმებს შესაბამისი საკითხების მიხედვით;

2.ჯგუფების მიხედვით ამოწერენ იმ სიტყვებს, რომლებიც ამ ცნებებს ასახავენ და ტექსტის შედგენისთვის არის საჭირო..

3.ერთი ჯგუფი ზმნებს, მეორე ზედსართავებს, არსებით სახელებს, კავშირებს და ა.შ. მოიყვანენ არგუმენტებს და მაგალითებს, რომლებიც ცხადს გახდის და გასაგებს მათ ტექსტს.

4.ერთი ჯგუფი ზრუნავს ტექსტის სრულყოფილ სტრუქტურაზე:

ა)შესავალი

ბ)არგუმენტები-pro და contra ლოგიკური მაგალითებით

გ)რეზიუმე.

მოიძიებენ ინტერნეტში, მასალებს, სურათებს, უცხოელთა გამონათქვამებს საქართველოს შესახებ. შეადგენენ ბუკლეტს.

5.ხანგრძლივობა - 1თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: პროექტის თემის გაცნობა, ჯგუფების ორგანიზება, მიმდინარე საქმიანობის ანგარიში, პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები - პროექტი ხელს შეუწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მასალების მოძიების სწავლებას ინტერნეტში, კითხვის დროს საჭირო ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის გამოცდილებას, მსჯელობის კულტურას, საინფორმაციო ტექსტის შედგენას, რეკლამის გაკეთებას, პრობლემების დაყენებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებას. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები, საკუთარი აზრის გამოთქმის და გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის და პრეზენტაციის უნარი.

8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსი _ბუკლეტი, რომელსაც გამოიყენებენ სხვა კლასის მოსწავლეები, უცხოელი თანატოლები, ქალაქის სტუმრები.

9.სამუშაო ენა: ქართული, გერმანული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან-

11.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის მუშაობისას მოსწავლეებს ექნებათ საშუალება განახორციელონ საგანთაშორისი კავშირები საქართველოს ისტორიასთან, გეოგრაფიასთან და ხელოვნებასთან.

12.პროექტის ფასილიტატორი: გიული ლაფაური

13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: giuli.lapauri@gmail.com

14.პროექტის ვებ-გვერდი: www.giuli-lapauri.blogspot.com, სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეო-ფაილი, განთავსებული Youtube.com-ზე.